ავღანეთში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მღვდელთმსახურება 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში აღავლინა. დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობს. ქართული ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ბავშვებს „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლეს
შემდეგი სტატია,,იმედს გამოვთქვამ, რომ მალე ამ დღეს თბილისსა და ცხინვალში ერთად აღვნიშნავთ”