ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა

აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. პოლიტსაბჭოს წარმომადგენელთა უმრავლესობამ და აჭარის დეპუტატებმა “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისი დატოვეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების განმარტებით, მათ პოლიტსაბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნეს საკუთარი ხედვები და პოზიცია, მოისმინეს პოლიტსაბჭოს მოსაზრებები.
“მოვილაპარაკეთ, რომ გაგრძელდება პოლიტსაბჭოსთან თანამშრომლობა. დაისახა რაღაც გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ ხვალ, ზეგ, მაზეგ”, – განუცხადა ჟურნალისტებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, რომელიც დასახული გეგმის დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. მან ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს კანონის, კონსტიტუციისა და საბჭოს რეგლამენტის ფარგლებში. ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი მომავალი კვირის სხდომების დღის წესრიგში შევა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში “ღირსების მარშში” მიიღო მონაწილეობა