„ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ, არცერთი ბანერი არ გადმოსულა“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახლემწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ბანერი ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილდა.

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ბაქო-სუფსის მილსადენი ახლა არ მოქცეულა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი თქმით, მილსადენი გაყვანილი იქნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ითვლებოდა ყოფილი სახმრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიად.

“არსებობს ოკუპირებული ტერიტორია, რომელიც დადგენილია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით. ეს კანონი მიღებულია 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მიერ, ანუ სხვა ხელისუფლების დროს, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ტერიტორია, რომელიც იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, ეს ტერიტორია იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყველა ბანერი, ყველა მავთულხლართი, რაც კი აღმართულა, დამდგარა, გადაწეულა, გადმოწეულა, ეს ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, ანუ იმ კანონის ფარგლებში, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დადგინდა. ანუ, ოკუპირებული ტერიტორიის გარეთ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ, ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ გადმოსულა არც ერთი ბანერი, არც ერთი მავთუხლართი. ბაქო-სუფსის ნაწილი ახლა არ მოქცეულა იქ. როგორც კი გაიყვანეს ბაქო-სუფსის მილსადენი, ის გაყვანილი იქნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ითვლებოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიად. 2008 წლამდე აკონტროლებდა საქართველოს მხარე, შემდეგ უკვე საოკუპაციო ჯარები. ეს, დაახლოებით, ისეთი რაღაცაა, წარწერა რომ გაჩნდეს კარზე, რომ იქ ცხოვრობს ზაქარეიშვილი, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა. ამ ბანერმა საქართველოში შექმნა გარკვეული რაღაც ვნებათაღელვა იმაზე, რაც უკვე დიდი ხანია არსებობს, 2008 წლიდან. რაც ახლა ხდება, ეს ხდება 2008 წლის აგვისტოდან”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძემ უკრაინის გენპროკურორთან დაპირისპირება მოიგო…
შემდეგი სტატია„რუსი სამხედროები იყვნენ სავარაუდოდ, სხვა არავინ მივიდოდა იქ“