აბიტურიენტთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო

საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღის პირველი სესია დასრულდა.

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. სტუდენტობის სურვილი 38 ათასზე მეტ ახალგაზრდას აქვს. 305 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა, 4 მოიხსნა, მათგან სამმა დააგვიანა, ერთი კი არაფხიზელ მდგომარებაში მივიდა.

საქართველოს 11 ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ყველაზე მძიმე ზიანის მქონე ოჯახები, რომელთა სახლებიც პრაქტიკულად არ დგას