დავით ნარმანია: პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ყველაზე მძიმე ზიანის მქონე ოჯახები, რომელთა სახლებიც პრაქტიკულად არ დგას

დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის გადანაწილების წესი მზად არის და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება-ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიას განცხადებით, დოკუმენტი სრულყოფილია და მასში დაზარალებულთა ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული.

„დაზარალებული ოჯახები კატეგორიებად არის დაყოფილი და პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ყველაზე მძიმე ზიანის მქონე ოჯახები, რომელთა სახლებიც პრაქტიკულად არ დგას, ისევე როგორც სახლები ისეთნაირად აის დაზიანებული, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება, ჩვენ მიერ გაკეთებული ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის განცხადებით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა სახლები რემონტსა და შეკეთებას ექვემდებარება. ნარმანიას თქმით, დოკუმენტის მიხედვით, ამ პროცესებს რაიონული გამგეობები უზრუნველყოფენ.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაბიბისიმ სამუშაო ადგილები მასობრივად შეამცირა