ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა

ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა.

პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები – დათვები და მგლები არიან. ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტრია და მასში ჯერ-ჯერობით სამი დათვი და ოთხი მგელი ბინადრობს.

მალე აქ ბინას ის დათვებიც დაიდებენ, რომლებსაც სხვადასხვა დაწესებულებებთან გალიებში ვხვდებით. უახლოეს პერიოდში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 48 ჰექტარია ირმებსა და ნიამორებსაც გადმოიყვანენ.

ვოლიერი ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად დედაქალაქის მერმა, გარემოს დაცვის სამინისტოს წარმომადგენლებმა და გერმანიის ელჩმა ოფიციალურად გახსნეს.

ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.

banner
წინა სტატიაშიხვედელიძის საქმის ახალი დეტალები(ვიდეო)
შემდეგი სტატიაოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა