ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხმაური ოზურგეთის მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შენობაში გვირგვინის შეტანა სცადეს, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

საკრებულოში თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანებაზე მსჯელობდნენ.

აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.

მათი თქმით, ეს ინიციატივა თვითმმართველობის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი კოკა კიღურაძე აცხადებს, გვირგვინის შეტანა იყო სიმბოლური ხასიათის, რადგანაც ამ ინიციატივით თვითმმართველობა სამარდება.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძის დანიშვნას პრემიერმა ხელი მოაწერა