ჟურნალისტებს ეკრძალებათ გადაიღონ სააკაშვილის მცდელობა გადაკვეთოს უკრაინის საზღვარი

?????????????

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე არც ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი არ დაიშვება – წერს უკრაინული მედია.

შეიზღუდება ფოტრო-ვიდეო გადაღება. „კომენტარებისთვის და მედიასთან კომუნიკაციისთვის გამშვები პუნქტის სიახლოვეს მოეწყობა სპეციალური მოედანი მედიისთვის.“ – აცხადებენ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში.

უწყებაში ასეთ ზომებს, ხვალ, 10 სექტემბერს, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირებენ.

მათი განმარტებით, პოლიტიკური პარტიები და დეპუტატები აანონსებენ გამშვებ პუნქტთან აქციების ჩატარებას, რაც კონფლიქტური სიტუაციების და პროვოკაციების ალბათობას ზრდის.

სასაზღვრო უწყების ინფორმაციით, პოლონური მხარეც, თავის ტერიტორიაზეც გამშვებ პუნქტზე მთლიანად ზღუდავს მასმედიის ნებისმიერი საშუალების მუშაობას.

“საზღვრის დაცვის სამსახური მგზავრებს ურჩევს, 9-12 სექტემბერს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გამშვები პუნქტით არ ისარგებლონ და სხვა მარშრუტი აირჩიონ, შეფერხებების თავიდან ასაცილებლად” -წერს ინტერნეტპორტალი უნიან.ნეტ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ედპ-სა და შოთა მალაშხიას პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა
შემდეგი სტატია14 დაღუპული – ქარიშხალმა „ირმამ“ კარიბის აუზის კუნძულები მიწასთან გაასწორა