„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ედპ-სა და შოთა მალაშხიას პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ბლოკის სახით მიიღებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ბლოკში ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული” პარტია, რომელსაც შოთა მალაშხია თავმჯდომარეობს და ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, რომლის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაა.

ცნობისთვის, შოთა მალაშხიას პარტიასთან ერთად ”ნაციონალური მოძრაობა” წინა სხვა არჩევნებშიც ქმნიდა საარჩევნო ბლოკს. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, სადაც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პარტია ”ევროპული საქართველო” მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება
შემდეგი სტატიაჟურნალისტებს ეკრძალებათ გადაიღონ სააკაშვილის მცდელობა გადაკვეთოს უკრაინის საზღვარი