უფლებადამცვეელბმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დახოცილი ადამიანების სტატისტიკა გამოაქვეყნეს

უფლებადამცვეელბმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დახოცილი ადამიანების სტატისტიკა გამოაქვეყნეს

ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „სირიაში ადამიანის უფლებების დაკვირვება“ , გაასაჯაროვა მონაცემები მსხვერპლის შესახებ – რამდენი ადამიანი იქნა მოკლული ჯიჰადისტულ ორგანზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ უკანასკნელი ორი წლია მანძილზე. The Independent-ის მონაცემებით, უცხოელი და ადგილობრივი მსხვერპლი 4144 ადამიანია. სტატისტიკა დღეს გამოქვეყნდა.
ორგანიზაციის მიერ სტატისტიკის ათვლის წერტილად აღებულია 2014 წლის ივნისი, როცა „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ხალიფატი გამოაცხადა. მოკლულთა შორის უმეტესობა – 2230 ადამიანი მშვიდობიანი მოსახლეა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 1100 ადამიანი ტყვეები და ჯარისკაცები არიან, პროსამთავრობო ძალებიდან.
400-მდე ადამიანი შიგნით დაჯგუფებაში დახოცეს, პირველ რიგში ისინი ტერორისტების მხარეს მებრძოლი უცხოელები არიან, რომლებსაც სახლში სურდათ დაბრუნება.
გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული ადამიანების დახოცვა ხდებოდა სხვადასხვა ხერხით, მათ შორის თავის მოკვეთა, დახვრეტა, ქვებით ჩაქოლვა, სახურავიდან გადაგდება ან დაწვა. ქალაქ რაკკადან მიღებული ინფორმაციებით კი, იქ ადგილი ჰქონდა ჯვარზე გაკვრასაც.
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ყველაზე ხშირად ხოცავენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ჯაშუშებს, ჰომოსექსუალებს და სხვა დაჯგუფებებთან კავშირის მქონეთ, მათ შორის „ჯაბჰატ ან-ნურსთან“, რომელიც ასევე ტერორისტული დაჯგუფებაა.
ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების რაოდენობა დაახლოებით 20-25 ათასია.

banner
წინა სტატიაშიირანში ბავშვებს ასადის რეჟიმის დასაცავად ბრძოლას სთავაზობენ
შემდეგი სტატიარუსეთი და ზიმბაბვე დასავლეთის სანქციებს ერთად შეებრძოლებიან