უკრაინულმა მედიამ პოროშენკოს 15 კომპანიის აქტივები უპოვა

პოროშენკო: «უკრაინა და რუსეთი ეს ერთი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვიომოთ»

პოროშენკო: თუკი პუტინი აკრიტიკებს სააკაშვილს, ესე იგი, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართუკრაინის პრეზიდენტი, პეტერ პოროშენკო აგრომრეწველობასა და მედიაბიზნესში აქტივებს ფლობს – უკრაინული “ზერკალო ნედელი” 15 კომპანიის სიას აქვეყნებს, რომელსაც ქვეყნის მეთაური აკონტროლებს.
მედიის მტკიცებით, პოროშენკო ფლობს ტელეკომპანიებს “ენბი ემი” და “ექსპრეს ინფო”, სოფლის მეურნეობის ფირმას “ივანკოვცი”, “მაკ-აგრო”, “დნეპრაგპოლანი”, ქარხანას “ლენინსკაია კუზნია” და სხვა. გამოცემა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის აქტივებს ნდობით აღჭურვილი ფონდები მართავენ, თვითონ კი “საკუთარი ბიზნესი არასდროს გაუშვია ხელიდან და მას ყოველთვის ლობირებდა და წინ წევდა”.

7 აპრილს კომპანია Rothschild Group-მა განაცხადა ფონდის შექმის შესახებ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის აქტივების მართვას დაიწყებს, მათ შორის საუბარია, საკონდიტრო კომპანია Roshen-ზე.
4 აპრილს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოფშორულ კომპანიაში ფირმის ქონა უკრაინის კანონმდებლობას არ არღვევს.
შეგახსენებთ,რომ ე.წ. “პანამის დოკუმენტებში”, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებლების კონსორციუმმა 3 აპრილს გამოაქვეყნა, უკრაინის პრეზიდენტის სახელიც ფიგურირებს.
ჟურნალისტებმა იმ ოფშორული კომპანიების სია გამოაქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობის პირს არა აქვს დეკლარირებული.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე სკანადალურ ფოტომასალას არვცელებს
შემდეგი სტატიაავსტრიის პოლიციამ მეპატრონისთვის ჰიტლერის სახლის ჩამორთმევა გადაწყვიტა