ავსტრიის პოლიციამ მეპატრონისთვის ჰიტლერის სახლის ჩამორთმევა გადაწყვიტა

ავსტრიის პოლიციამ მეპატრონისთვის ჰიტლერის სახლის ჩამორთმევა გადაწყვიტა

5ავსტრიის შს სამინისტრო ისევ ცდილობს კერძო მეპატრონეს ჩამოართვას სახლის საკუთრების უფლება, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა – Oberösterreichische Nachrichten წერს.
“სამინისტრო კანონის ფარგლებში ექსპრორიაციის შესაძლებლობას სწავლობს” – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა კარლ-ჰანს გრუნდბოკმა. მისი თქმით, სახლის ჩამორთმევა ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ის ექსტრემისტებმა არ გამოიყენონ. მან ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ მფლობელი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს.

ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში სამსართულიანი სახლის მფლობელი გერლინდა პომერია. იანვარში ავსტრიის მთავრობა უკვე საუბრობდა სახლის ჩამორთმევაზე. მაშინ აღნიშნეს, რომ შესაძლებელია ექსპროპრიაცია მოხდეს, თუკი მეპატრონე შენობის რემონტის უფლებას არ მისცემდათ.
აღნიშნულ სახლში ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს დაიბადა. მან აქვე გაატარა სამი წელი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა მედიამ პოროშენკოს 15 კომპანიის აქტივები უპოვა
შემდეგი სტატიამედვედევი: ბაქოსა და ერევანისთვის იარაღის მიწოდება გარდაუვალია