უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 28 ნოემბრამდე გადაიდო

კიევის და როსტოვის რაიონულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვის 28 ნოემბრამდე გადატანის შესახებ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კიევის სასამართლოში საქმის მთავარი ხუთი ფიგურანტი არ გამოცხადდა. სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც სპეცრაზმ “ბერკუტის” ხუთი თანამშრომლის მიერ მაიდანზე საპროტესტო აქციის მონაწილეების დახვრეტას ეხება, იანუკოვიჩი მოწმის სახით იკითხება. მაშინ 100 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაიჭრა.
ექს-პრეზიდენტი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პირველად დაეკონტაქტა უკრაინელ გამომძიებლებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის მთავრობა: მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმა ისლამისტებთან არ არის კავშირში
შემდეგი სტატია„აუდიტორია 115“ აქციების შეწყვეტას არ აპირებს