საფრანგეთის მთავრობა: მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმა ისლამისტებთან არ არის კავშირში

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმა ისლამისტ ტერორისტებთან არ არის კავშირში – მხარის პროკურორმა კრისტოფ ბარემ განაცხადა. “მიმდინარე მომენტში ვერ ვიტყვით, რა იყო თავდასხმის მოტივები, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ისლამურ ტერორიზმთან კავშირი არა აქვს” – თქვა ბარემ და დაამატა, რომ პოლიცია ეჭვმიტანილის ძებნას განაგრძობს. მისი პიროვნება დადგენილია.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სახლში, რომელზეც თავდასხმა მოხდა, 60 ყოფლი ქრისტიანი მისიონერი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიის ახალ პრეზიდენტს კორუფციაში სდებენ ბრალს
შემდეგი სტატიაუკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 28 ნოემბრამდე გადაიდო