უკრაინაში იუსტიციის სამინისტროში ლუსტრაციის დეპარტამენტი 23 წლის ქალბატონს ჩააბარეს

9უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ლუსტრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 23 წლის ანა კალინჩუკი დანიშნა – ინფორმაცია სამინისტროს ხელმძღავნელმა პავლე პეტრენკომ გაავრცელა. “დეპარატმენტის კოლექტივმა მხარი დაუჭირა დირექტორის პოსტზე შემოთავაზებულ კანდიდატურას და მეც დავუჭირე მხარი” – თქვა მინისტრმა. მისი თქმით, უახლოესი 2-3 კვირის მანძილზე დეპარტამენტში კადრების განახლება მოხდება.
“დიახ, მე ახალგაზრდა ვარ, მე უმაღლესი განათლება მაქვს და ასევე წინა ხელმძღვანელთან ორი წელი ვიმუშავე ლუსტრაციის ინსტიტუტში. მე ყველაფერი ვიცი (გადამეტების გარეშე)” – დაწერა თვითონ ახლადდანიშნულმა 23 წლის დირექტორმა.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” პარტიების დაფინანსების წესის გადახედვას ითხოვს
შემდეგი სტატიადონალდ რამსფელდი: საქართველოს NATO-სკენ გზაზე ბარიერები უნდა მოეხსნას