“გირჩი” პარტიების დაფინანსების წესის გადახედვას ითხოვს

უპარტიო კანდიდატად რეგისტრირებული მაჟორიტარის სიმონ ნოზაძის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მრეწველთა ფრაქციის შექმნა და დაფინანსების მოპოვება პოლიტიკური სუბიექტების პროტესტის საფუძველი გახდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად იყო წახალისებული. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი პარტიების დაფინანსების წესის გადახედვას ითხოვს, მათი თქმით პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთოდ არ უნდა იღებდნენ:

პარტიების დაფინანსების სისტემა არის არასწორი. მე არა მგონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ ეს პარტიები. ამ სისტემის უკუღმართობის შედეგი არის ის, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასი ძირითადად წარმოდგენილია ისეთი ადამიანებისგან, რომლებმაც იციან მხოლოდ ჰალსტუხის შეკვრა და ხალხის დაბოლება. ეს არის რეალურად შედეგი იმ სისტემისა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ცხადია ეს სისტემა არის შესაცვლელი. რეალურად ადამიანები პოლიტიკაში მოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რამენაირად შეძლონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება და შემდეგ 3-4 წელი ამ დაფინანსებაზე არსებობენ. ის რაც მოხდა მრეწველებთან დაკავშირებით ამ ამბავიც ერთ-ერთი დადასტურებაა. ძალაინ ცალსახად ჩანს, რომ ხელისუფლებამ, კონკრეტულად ქართულმა ოცნებამ, ერთ კონკრეტულ პარტიას მისცა საბიუჯეტო დაფინანსება დაფინანსება. ეს ძალიან ცალსახაა და ამის არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ უნდოდათ, რომ მრეწველებს ჰქონოდათ ყოველწლიური დაფინანსება და მისცეს, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულზეა თან ლაპარაკი.”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საპარლამენტო ბიურომ ოლანდის იმპიჩმენტის ინიცირებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაუკრაინაში იუსტიციის სამინისტროში ლუსტრაციის დეპარტამენტი 23 წლის ქალბატონს ჩააბარეს