უკრაინამ ვაშაძის ქართულ ფონდთან მემორანდუმი გააფორმა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული მხრიდან აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ალექსეი პავლენკომ და ქართული მხრიდან ინოვაციისა და განვითარების ფონდის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც უკრაინული სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას პრივატიზაციისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მოღვაწეობის მოწესრიგებას აგროპოლიტიკის სფეროში.
,,ჩვენ ვიწყებთ განსახელმწიფოებრიობის სერიოზულ პროცესს… იგეგნება 101 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაცია… 10.000-მდე სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო საწარმოში დასაქმებული ადამიანი შესძლებს 120.000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდეს და კონსტისუციით გათვალისწინებული უფლებები დააფიქსიროს მასზე,, განაცხადა მინისტრმა პავლენკომ.
ამასთანავე პავლენკომ აღნიშნა, რომ ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთვის სურსათით მომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დარჩება სახელმწიფოს კუთვნილებაში და არ გაიყიდება.
გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ კონკრეტულად რას გააკეთებს უკრაინის აგროსექტორისთვის ვაშაძის ქართული ფონდი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა
შემდეგი სტატიასალამი ,,ვოვას,, ლონდონიდან… ანუ იქ ნავთობმა ამოხეთქა