სალამი ,,ვოვას,, ლონდონიდან… ანუ იქ ნავთობმა ამოხეთქა

ინგლისური მედიის ცნობით, ლონდონის აეროპორტ გატვიკის ახლოს ბრიტანელმა გეოლოგებმა ნავთობის უდიდეს საბადოს მიაგნეს…

ინგლისურმა ნავთობ-სადაზვერვო კომპანია UK Oil & Gas (UKOG), რომელმაც საბადო აღმოაჩინა, აცხადებს, რომ ნავთობის მარაგი ამ საბადოში 100 მილიარდ ბარელზე მეტია, რაც ევროკავშირის ქვეყნების მოხმარებას სულ ცოტა 50 წლით დააკმაყოფილებს. შედარებისთვის, მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებლის საუდის არაბეთის ჯამური მარაგი 260 მილიარდ ბარელს უდრის.

ინგლისელი სპეციალისტების განცხადებით, ახლად აღმოჩენილი ბრიტანული ნავთობის ძირითადი მარაგი 700-900 მეტრის სიღრმეშია, რაც მოპოვების თვალსაზრისით, თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე, ,,British Petroleum,,ისა და უმაღლესი ხარისხის ,,Brent,,ის ნავთობის მშობელი ქვეყნისთვის  არანაირ პრობლემას დიდი ხანია არ წარმოადგენს.

ბრიტანელთათვის სასიხარულო ამ ინფორმაციას ევროპული მედიაც ეხმაურება… მას პუტინისთვის სამწუხარო ინფორმაცია უწოდეს, რადგან ევროპელი მიმომხილველების განცხადებით, ბრიტანული ნავთობი და ირანთან დასავლეთის დამთბარი ურთიერთობები, ევროპას რუსულ ენერგორესურსებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის და პუტინიც ამ იარაღით კარგა ხანს ვერ იმანიპულირებს…

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ვაშაძის ქართულ ფონდთან მემორანდუმი გააფორმა
შემდეგი სტატიარა საარქივო მასალები გადასცა ქართულმა მახარემ აფხაზურ ხელისუფლებას