უკრაინამ ვაშაძის ქართულ ფონდთან მემორანდუმი გააფორმა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 9, 2015 19:47

უკრაინამ ვაშაძის ქართულ ფონდთან მემორანდუმი გააფორმა

მნიშვნელოვანი

  • უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული მხრიდან აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ალექსეი პავლენკომ და ქართული მხრიდან ინოვაციისა და განვითარების ფონდის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ.

სხვა სტატიები

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული მხრიდან აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ალექსეი პავლენკომ და ქართული მხრიდან ინოვაციისა და განვითარების ფონდის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც უკრაინული სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას პრივატიზაციისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მოღვაწეობის მოწესრიგებას აგროპოლიტიკის სფეროში.
,,ჩვენ ვიწყებთ განსახელმწიფოებრიობის სერიოზულ პროცესს… იგეგნება 101 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაცია… 10.000-მდე სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო საწარმოში დასაქმებული ადამიანი შესძლებს 120.000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდეს და კონსტისუციით გათვალისწინებული უფლებები დააფიქსიროს მასზე,, განაცხადა მინისტრმა პავლენკომ.
ამასთანავე პავლენკომ აღნიშნა, რომ ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთვის სურსათით მომარაგების უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დარჩება სახელმწიფოს კუთვნილებაში და არ გაიყიდება.
გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ კონკრეტულად რას გააკეთებს უკრაინის აგროსექტორისთვის ვაშაძის ქართული ფონდი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 9, 2015 19:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics