ტრამპს ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციები შემონახული აქვს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 01:07

ტრამპს ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციები შემონახული აქვს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ჯერჯერობით ახალი სანქციები არ დაუწესოს ჩრდილოეთ კორეას – 7 ივნისს თეთრ სახლში იაპონიის პრემიერის სიძო აბეს სტუმრობისას განაცხადა – Reuters-ი წერს. “ჩვენ არ შეგვიძლია სანქციების მოხსნა. ისინი კარგად მოქმედებენ. შემეძლო მეტიც დამემატებინა, მაგრამ, ჯერჯერობით, გადავწყვიტე ეს არ გავაკეთო, მაგრამ ეს შესაძლებელია მოხდეს” – ამერიკელმა ლიდერმა თქვა და დაამატა, რომ ვაშინგტონი სანქციებს კორეის ნახევარკუნძულზე ატომური განიარაღების მიღწევამდე არ მოხსნის.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ლიდერთან კიმ ჩენ ინთან სამიტისთვის მზად არის და თვლის, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.
აბემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისთვის საერთო სამიტის ჩატარების იმედს იტოვებს.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს შედგება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 8, 2018 01:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics