აშშ-ში გამოვა რომანი ამერიკული სპეცსამსახურების როლზე “დოქტორ ჟივაგოს” სსრკ-ში გავრცელებაზე

ამერიკულმა გამომცემლობა Knopf-მა და ბრიტანულმა Hutchinson-მა უფლება მიიღეს ისტორიული რომანის გამოცემის შესახებ იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო რომანის დაბეჭდვასა და გავრცელებაში საბჭოთა კავშირის დროს – საუბარია ბორის პასტერნაკის “დოქტორ ჟივაგოზე” – “ბიბისი” წერს.

რომანის ავტორია დებიუტანტი მწერალი ლარა პრესკოტი. რომანს კი ქვია “ჩვენ აქ არასდროს ვყოფილვართ” (“We Were Never Here”). ავტორი Knopf-ისგან 2 მილიონ დოლარს მიიღებს ჰონორარის სახით.
რომანს ბრიტანეთის გარდა დაბეჭდავენ საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, ისრაელში, შვედეთში, პოლონეთსა და სერბეთში და ის გაყიდვაში გავა 2020 წელს.

რომანში მოთხრობილია ბორის პასტერნაკის რომანის “დოქტორ ჟივაგოს” შექმნისა და გავრცელების დრამატული ისტორია, რომელიც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, მაგრამ 1950-იან წლებში დასავლეთში დაიბეჭდა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო რომანის სსრკ-ში გავრცელებას ცდილობდა ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, რომ ის “პროპაგანდის საიდუმლო იარაღად გამოეყენებინა” – Knopf-ის სინოფსისშია ნათქვამი.
ლარა პრესკოტის რომანის გმირებს შორის არიან პასტერნაკის მეგობარი და მუზა ოლგა ივინსკაია, ასევე, მისი კოლეგები და მეგობრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს რომანის გავრცელებაში იღებდნენ მონაწილეობას.

რომანისათვის მომზადების პერიოდში მწერალი რუსეთში მოგზაურობდა, სადაც პასტერნაკსა და მის რომანზე საარქივო მასალებს სწავლობდა. იმაზე, რომ პასტერნაკის რომანის გამოცემაში ამერიკის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული, 2014 წელს გახდა ცნობილი, როცა უწყების საიდუმლო მასალები ხელმისაწვდომი გახდა.

“დოქტორ ჟივაგოს” დაბეჭდვისა და მომზადების ოპერაცია ამერიკის პრეზიდენტის კომიტეტის სანქციით ტარდებოდა და მას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საბჭოთა განყოფილება ხელმძღვანელობდა, რომელსაც პირადად უწყების ხელმძღვანელი ალენ დალასი კურირებდა.

როგორც ამერიკული მედია წერს, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ რომანის ტექსტი 1958 წელს მიიღო ბრიტანეთის სპეცსამსახურებისგან. ჩანთაში იდო ფოტოფირების ორი ასხმა რომანის კოპირებული გვერდებით. უწყების განკარგულებით ტირაჟი საიდუმლოდ დაიბეჭდა ნიდერლანდებში, შემდეგ კი მისი უდიდესი ნაწილი 365 ცალ ბელგიაში წაიღეს საბჭოთა ტურისტებში გასავრცელებლად ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე. მეორე ტირაჟი კი 1959 წელს ვენის ახალგაზრდებისა და სტუდენტთა ფესტივალზე დარიგდა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიუზბეკს, რომელმაც სტოკჰოლმში ხუთი ადამიანი გაიტანა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიატრამპს ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციები შემონახული აქვს