ტრამპის მუქარა იერუსალიმთან დაკავშირებით

ვაშინგტონი დაფინანსებას შეუწყვეტს იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს წინააღმდეგ იერუსალიმთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას დაუჭერენ მხარს, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 20 დეკემბერს თავად განაცხადა.

,,ისინი ჩვენგან ასეულობით,  მილიარდობით დოლარებს იღებენ და ამავე დროს ხმას აძლევენ ჩვენს წინააღმდეგ.   ჩვენ ვაკვირდებით ამ ხმებს.მათი ნებაა, მისცენ ხმა ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან ბევრს დავზოგავთ. ჩვენთვის სულ ერთია,,- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ გაერო ამზადებს რეზოლუციას, რომელიც გმობს აშშ-ს გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებისა და ამ ქალაქში საელჩოს გადატანის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ათ თვეში 6-ჯერ მეტი ტყუიული თქვა, ვიდრე ობამამ 8 წელიწადში
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: გინება სახელმწიფო კაცს არანაირად არ ამკობს