კონსტანტინე გამსახურდია: გინება სახელმწიფო კაცს არანაირად არ ამკობს

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიაარასოდეს, არც სახლში, არც საჭესთან, სადაც საჩოთირო და სანერვიულო სიტუაციები ხშირია ხოლმე, არ მახსოვს ზვიად გამსახურდიას შეეგინებინა ან რაიმე უწმაწური გამოთქმა გამოეყენებინა: ასევე არც ერთ მიტინგზე, არც ერთ საჯარო გამოსვლაში, როგორც საზოგადო მოღვაწეს და როგორც პრეზიდენტს.

შევარდნაძეს რაც შეეხება, დეპუტატი გია ხავთასი შეეცადა ჩაეხშო მის მიერ სამი ძმის და ისრების კონის “ძალა ერთობაშია”-ს სულხან-საბასეული იგავის თხრობა და დარბაზიდან პირდაპირ შეაგინა. ეს დაპირისპირება გამოიწვია ხავთასის კითხვამ, თუ რატომ დაიკარგა აფხაზეთი. გინებაზე სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა:

“ხავთასი, შენი დედაც მ…ნ და შენი მამაც მ..ნ”

ტრუიზმი იქნებოდა დამეწერა, რომ გინება სახელმწიფო კაცს არანაირად არ ამკობს. რა თქმა უნდა, პრემიერი იქნება თუ სხვა სახელმწიფო მოღვაწე, მე პირველ რიგში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაინტერესებს, მაგრამ მაინც.

 

კონსტანტინე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიტრამპის მუქარა იერუსალიმთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაბრიტანული დაზვერვა: მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი რუსებმა ჩამოაგდეს