ტრამპის მიერ პუტინის ქებამ რესპუბლიკელებში განხეთქილება გამოიწვია

7აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვებმა, სადაც იქ რუსეთის პრეზიდენტს აქებს, რესპუბლიკელებში განხეთქილება შეიტანა. ტრამპის ძირითადმა მეტოქემ, ჰილარი კლინტონმა ასევე დაგმო ტრამპის გამოსვლა.
ამერიკელი მილიარდელის განცხადებამ იმის შესახებ, რომ პუტინი უკეთესია, ვიდრე ბარაკ ობამა, ამერიკულ პოლიტიკაში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მთელი რიგი რესპუბლიკელები ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდნენ -წერს ბიბისი.
“ვლადიმირ პუტინი აგრესორია, რომელიც ჩვენს ინტერესებს არ ითვალისწინებს” – განაცხადა დღეს სენატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა და კრემლს “აშშ-ს წინააღმდეგ კიბერშეტევებში” დასდო ბრალი.
“ის ბანდიტია. ის საშიშია და ის ცუდი ბიჭების რიგებიდან არის” – “ნიუ-იორკ თაიმსი” ფლორიდას სენატორ-რესპუბლიკელს მარკო რუბინიოს ციტირებს.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის ქება-დიდება აშფოთებს.
“ეს სხვა სისტემაა და ვერ ვიტყვი, რომ მე ის მომწონს, მაგრამ ცხადია, რომ ამ სისტემაში პუტინი მეტი დოზით ლიდერია, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი” – თქვა რესპუბლიკელმა კანდიდატმა პუტინზე.

კლინტონმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ყველა რესპუბლიკელმა, რომელსაც ქვეყანაში რაიმე პოსტზე პრეტენზია აქვს, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, ეთანხმება თუ არა ის ტრამპის სიტყვებს.
“ეს არა მარტო არაპატრიოტულია, არამედ, შეურაცხმყოფელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლისთვის, ეს გვაშფოთებს, იმიტომ, რომ ტრამპი პუტინს უფლებას აძლევს ის გააკეთოს, რასაც პუტინი მოისურვებს” – განაცხადა კლინტონმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პუტინთან “ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობა ექნება”.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება შეუძლებელია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა