ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება შეუძლებელია

ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება შეუძლებელია

8ყირიმი უკრაინას ვერ დაუბრუნდება – დღეს, ქვეყნის მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. წერს Reuters-ი.
“ანექსია საერთაშორისო შეთანხმების დარღვევას ნიშნავს. ეჭვს გარეშეა, რომ შეთანხმებები დაირღვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იყო” – თქვა ზემანმა და დაამატა: “მეორეს მხრივ, ხრუშოვმა უპატიებელი სისულელე ჩაიდინა. მაგრამ მსოფლიო პოლიტიკოსები უკვე აღიარებენ, რომ ყირიმი უკრაინას ვერ დაუბრუნდება” – თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის მეთაურმა 25 აგვისტოს განცხადება გააკეთა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა თავისი ქვეყანაც შეუართდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ემხრობიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ ოლქში მეორე ტურის დანიშვნას
შემდეგი სტატიატრამპის მიერ პუტინის ქებამ რესპუბლიკელებში განხეთქილება გამოიწვია