ტრამპის ინაუგურაციას 50-ზე მეტმა კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა

დემოკრატიული პარტიის 50-ზე მეტი კონგრესმენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ბოიკოტირებას აპირებს, ადრე ინაუგურაციის ცერემონიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას 26 კონგრესმენი აპირებდა.
ისინი გადაწყვეტილებას ტრამპის და კონგრესმენ ჯონ ლუისის კამათით ხსნიან – ლუისი ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველია და ის ბევრი ამერიკელისთვის გმირია – “ბიბისი” წერს.
კონგრესმენმა ტრამპს “არალეგალი პრეზიდენტი” უწოდა რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის გამო. საპასუხოდ, ტრამპმა “ტვიტერზე” უპასუხა: “ეს ყველაფერი ბოდვაა, ბოდვაა, ბოდვაა – და არანაირი მოქმედება და შედეგი”.

ტრამპის სიტყვები ბევრმა კონგრესმენმა ლუსისის შეურაცხყოფად მიიღო და ტრამპს “დანაწილებისა და სიძულვილის” პოლიტიკაში დასდო ბრალი.
ტრამპმა აღნიშნული შემთხვევების შემდეგადაც გააგრძელა ლუისის გაკრიტიკება.

banner
წინა სტატიაშიგვიპტელი ფეხბურთელი აბუტრიკა ტერორისტების სიაშია შეყვანილი
შემდეგი სტატიასავჩენკო დონბასის დაბრუნების სანაცვლოდ, დროებით ყირიმის ჩაბარებაზე საუბრობს