სავჩენკო დონბასის დაბრუნების სანაცვლოდ, დროებით ყირიმის ჩაბარებაზე საუბრობს

დონბასის მშვიდობიანი გზით განთავისუფლება ყირიმის დროებით ჩაბარებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული – დღეს დუმას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ “112 უკრაინას” ეთერში განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. “იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მშვიდობიანი გზით მოხდება, რომ რუსეთი სანქციებს ვერ გადაიტანს – ამ შემთხვევაში, ყირიმის ჩაბარება მოხდება. გარკვეული პერიოდის მანძილზე, რომელიც, როგორც ყოველთვის, დიდი ხნით გადაიდება” – სავჩენკომ თქვა.
მან აღნიშნა, რომ დონბასის არა სამხედრო გზით განთავისუფლება მოლაპარაკებების გზით შეიძლება: “რაც არ უნდა იყვირონ და ზოგიერთი დეპუტატი რაც არ უნდა იხევდეს ტანსაცმელს, რაც არ უნდა იყვირონ, რომ ისინი ყირიმს არ ჩააბარებენ, მათ ყირიმზე უარი უნდა თქვან. ის ახლა რჩება არაღიარებულ ოკუპირებულ ტერიტორიად” – თქვა სავჩენკომ.
ამასთანავე, მან ყირიმს “მორიგი დნესტრისპირეთი” უწოდა. მისი თქმით, დნესტრისპირეთი რომ გახდეს დონბასიც, მოუწევთ ოკუპირებული ყირიმის დატოვება და დონბასის წართმევა. “სხვა მშვდობიან გზას მე ვერ ვხედავ” – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ინაუგურაციას 50-ზე მეტმა კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა
შემდეგი სტატიაგერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნების დღე დაასახელეს