ტრამპის განკარგულების შემდეგ 100 ათასზე მეტი ვიზის ანულირება მოხდა

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების შემდეგ, რომლის თანახმადაც მუსლიმებზე ვიზის გაცემა გართულდა, 100 ათასზე მეტი ვიზის ანულირება მოხდა – ამის შესახებ მოსამართლის შეკითხვიაზე პასუხისას განაცხადა იურისტმა, რომელიც ამერიკის მთავრობის ინტერესებს წარმოადგენს.
სამთავრობო იურისტი ორი იემენელი ძმის მის მიერ შეტანილი საჩივარის მოსმენისას გამოვიდა სიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ძმებს აშშ-ში ცხოვრების მუდმივი უფლება ქონდათ, ისინი აშშ-ში შესვლისთანავე თვითმფრინავში ჩასვეს და უკან გააბრუნეს.

დონალდ ტრამპმა განკარგულებას, მუსლიმებზე ვიზების გაცემის შეზღუდვის შესახებ, ერთი კვირის წინ მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაში„მომავალ კვირას შეტევა დაიწყება ნიკა გვარამიაზე და მათზე, ვინც შეეცდება რუსთავი 2-ის დაცვას“ – კილაძე
შემდეგი სტატიააშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს