ტრამპის ახალი მრჩევლის დანიშვნის შემდეგ, ირანი, შესაძლებელია რუსეთს უფრო დაუახლოვდეს

თეირანში ამერიკის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლად მიიჩნიეს. გაეროში აშშ-ს ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის ჯონ ბოლტონის აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნამ, რომელიც ცნობილი იყო ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკით, ირანს, შესაძლებელია მოსკოვსა და პეკინთან დაახლოებისკენ უბიძგოს -წერს “დოიჩე ველე”.
ექსპერტების თქმით, ამერიკამ ბოლტონი ისრაელისა და საუდის არაბეთის ირანზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოწოდების შემდეგ დანიშნა. ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს ბოლტონი ირანზე თავდასხმას მოითხოვმა ქვეყნის ატომური პროგრამის გამო.
ირანმა და საერთაშორისო შუამავლების ექვსეულმა – აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ირანის ატომური პროგრამის გამო შეთანხმებას 2015 წელს მიაღწიეს, რომლის შედეგადაც, ირანს საერთაშორისო სანქციები მოეხსნა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში იარაღის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით აქციები გაიმართა
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა პოლიციელი, რომელმაც თავი მძევალზე გაცვალა