გარდაიცვალა პოლიციელი, რომელმაც თავი მძევალზე გაცვალა

საფრანგეთში გარდაიცვალა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ანრო ბალტრამი, რომელმაც გუშინ სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის დროს თავი მძევალ ქალზე გაცვალა. “საფრანგეთი არასდროს დაივიწყებს მის გმირობას, სიმამაცეს და მის მსხვერპლს” -წერს საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა “ტვიტერის” საკუთარ მიკრო-ბლოგში. პოლიციელის გმირობაზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.
ჟანდარმმა თავისი თავი შესთავაზა ტერორისტს მძევალი ქალის სანაცვლოდ. სუპარმარკეტში შესვლისას მან მობილური ტელეფონი ჩართული დატოვა, რომლის შემდეგადაც პოლიციელებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ რა ხდებოდა სუპერმარკეტში. კოლონის თქმით, სუპარმარკეტში სროლების შემდეგ პოლიციელები შტურმზე გადავიდნენ. ოპერაციის დროს ბელტრამი და ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრნენ. ვიცე-პოლკოვნიკი თავდასხმის მეოთხე მსხვერპლი გახდა, რომელიც გუშინ 25 წლის მაროკოელმა რადუან ლაკდიმ მოაწყო საფრანგეთის სამხრეთით. თავდამსხმელმა თქვა, რომ ის ტერორისტული დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” წევრია. ის შტურმის დროს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ახალი მრჩევლის დანიშვნის შემდეგ, ირანი, შესაძლებელია რუსეთს უფრო დაუახლოვდეს
შემდეგი სტატიასაიდუმლოებით მოცული ტერაქტი, რომელსაც FBI ვერ ხსნის