ტრამპი და კლინტონი არიზონას პრაიმერიზე გავიდნენ

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი პრაიმერიზე ლიდერობენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან – CNN-ი იტყობინება.
კლინტონმა ბიულეტენების 71%-ის დათვლის შედეგად ხმების 60,5% მიიღო, მისმა ძირითადმა მოწინააღმდეგე-დემოკრატმა ბერნი სანდერსმა – 36,9%. რესპუბლიკელი ტრამპი დიდი უპირატესობით ლიდერობს 61% ბიულეტენების მიხედვით ის 46%-ით ლიდერობს მაშინ, როცა მის მთავარ ოპონენტ ტედ კრუზს 22 % აქვს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპოლოენთი 8,5 მილიონ ევროს გამოყოფს ჯარისკაცების ჭარბცხიმიანობასთან საბრძოლველად