შეხვედრა მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ceeskoდღეს ცესკოში ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩეოდა. პრეზენტაციას, რომელიც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წარადგინა, პარტიების, საელჩოების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

თამარ ჟვანიამ მათ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენის პროცესში. აღნიშნული კი მოიცავს ინფორმაციას ოლქებში შემავალი ტერიტორიების, ქუჩების და მათი ნომრების შესახებ 30 მაჟორიტარული ოლქისთვის.

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, საზღვრებზე მუშაობისას დამატებით იხელმძღვანელა საერთაშორისო პრინციპებითა და კრიტერიუმებით. საზღვრების მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები.

 

„თითქმის ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, აღნიშნეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დიდი შრომა აქვს გაწეული და ამისთვის მადლობაც გადაგვიხადეს. იყო რა თქმა უნდა, გარკვეული სახის მოსაზრებები, – ჩვენ მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ 2 მცირე სახის შემოთავაზება, თუმცა, რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არამარტო დღეს,       მომავალი დღეების განმავლობაშიც, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას, მზად ვართ და ღია ვართ, მივიღოთ ნებისმიერი საქმიანი წინადადება, რომელიც იქნება არგუმენტირებული, დასაბუთებული და იქნება უკეთესი იმისთვის, რომ საზღვრების დადგენის პროცესზე  გადაწყვეტილება იყოს საუკეთესო“, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ უკვე 14 მარტიდან გაასაჯაროვა და მიაწოდა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს.

 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე დადგენილია 43 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები; ხოლო თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს ადგენს  ცესკო. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცესკომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა შექმნას და მათი საზღვრები და ნომრები განსაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა.

banner
წინა სტატიაშიტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ “ ახალი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი გაავრცელა
შემდეგი სტატიატრამპი და კლინტონი არიზონას პრაიმერიზე გავიდნენ