თურქეთმა სირიასთან საზღვრის ჩაკეტვაზე უარი განაცხადა

news
: news დეკემბერი 4, 2015 22:59

თურქეთმა სირიასთან საზღვრის ჩაკეტვაზე უარი განაცხადა

თურქეთმა უარი თქვა სირიასთან საზღვრის ჩაკეტვაზე , მათ შორის იმ ადგილებში, რომელსაც ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს – ამის შესახებ The Hurriyet Daily News ავრცელებს ინფორმაციას.
თურქეთის პრემიერის აჰმედ დავითოღლუს თქმით, ანკარას არ შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგანაც ამით ლტოლვილებს, რომლებიც მასობრივად ტოვებენ სირიას, გზას ჩაუკეტავს. მიმდინარე მომენტში თურქეთ-სირიას საერთო საზღვრის დაახლოებით 89 კილომეტრს ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს სასაზღვრო ზოლის დაცვას – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
დავითოღლუს თქმით, საზღვრის ჩასაკეტად თურქეთმა დაახლოებით 30 ათასი ჯარისკაცი უნდა გამოყოს, თითქმის ყოველ სამ მეტრში დააყენოს სათვალთვალო ქონგურები, რასაც ფაქტობრივად ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება.
2 დეკემბერს აშშ-ს გენერალური მდივნის ჯონ კერის თქმით, რომელიც ბარაკ ობამას და რეჯეპ ერდორანის შეხვედრას ესწრებოდა, თურქეთის პრეზიდენტმა სრული მზაობა გამოთქვა საზღვრის ჩასაკეტად. “ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამაზე და ვაპირებთ შესაბამისი ერთობლივი კონსულტაციები გავიაროთ ჩვენს სამხედროებთან” – განაცხადა კერმა ბრიუსლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

news
: news დეკემბერი 4, 2015 22:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,792
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics