მთავარი პროკურორი ამტკიცებს, რომ საქმეების გამყალბებელი პროკურორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურიდან 280-მდე პროკურორ-გამომძიებელი დაითხოვეს.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” სტუმრობისას კითხვაზე, გახმაურებული საქმეების, როგორიცაა “კორტების საქმე”, გირგვლიანის საქმე, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამყალბებელი პროკურორები არიან თუ არა დათხოვნილი სამსახურებიდან, შოთაძემ განაცხადა, რომ ყველა აღნიშნულ საქმეებში ვინც ჩართული იყო, ყველა პირი პროკურატურის სისტემიდან გათავისუფლებულია.

“თითოეულ ამ სისხლის სამართლის საქმეში, როგორიც არის მაგალითად “კორტების საქმე”, “26 მაისის საქმე”, ვისი პერსონალური ბრალეულობაც გამოიკვეთა, იმ პიროვნებების მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. ის პროკურორები, რა საქმეებიც ჩამოვთვალეთ და რომლებიც უშალოდ ჩართულები იყვნენ ამ საქმეებში, დღესდღეობით პროკურატურაში არ მუშაობენ. არცერთი ოლქის პროკურორი, არცერთი დეპარტამენტის უფროსი, უფრო მაღალი თანამდებობის პირი, ამ თანამდებობებზე აღარ მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში მეც მომისმენია პრეტენზიები, თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი. სულ 600-მდე თანამშრომელი. ასევე მივიღეთ სადღაც 200-მდე ახალი პროკურორ-გამომძიებელი”, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიასთან საზღვრის ჩაკეტვაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიასპეცსამსახურებმა პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის კვალი დაკარგეს