თურქეთმა მოკლული ქურთი მებრძოლების რაოდენობა დაასახელა

თურქული მედია, თურქეთის შეიარაღებული ძალების მონაცემებზე დაყრდნობით, სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია “ზეთისხილის რტო”ს ფარგლებში განადგურებულ ქურთ მებრძოლთა რაოდენობას ასახელებს.

,,თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფრინში ჩატარებული ოპერაციის შედეგად განადგურებულ  ქურთ მებრძოლთა რაოდენობამ, ამ დროისთვის 557 შეადგინა. ამასთანავე 13 თურქული თვითმფრინავის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციების SDF-YPG-ს და ISIS-ის 20 სამიზნე განადგურდა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ოპერაციის მეცხრე დღეს, მნიშვნელობის მქონე ბურსეას მთა სეპარატისტული ორგანიზაციის მეომრებისგან გაათავისუფლეს,, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა- ივანიშვილის პოლიტიკის ნაწილი იყო და არის პოლიტიკური რუკიდან გაქრობა
შემდეგი სტატიასირიაში აშშ-სა და თურქეთის დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა