სირიაში აშშ-სა და თურქეთის დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ჯოზეფ ბოტელმა CNN-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქ მანბიჯიდან აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის გაყვანას  არ გეგმავს. რითაც უპასუხა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ, გასულ შაბათ გაკეთებულ მოწოდებას, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს ქურთების შეიარაღება და მანბიჯის რგიომი სასწრაფოდ უნდა დატოვოს.

აშშ-ს სამხედრო მეთაურის მტკიცე პასუხი რთულ სიტუაციაში აგდებს თურქეთს, რომელიც სირიაში 20 იანვარს დაწყებული ოპერაცია ,,ზეთისხილის რტოს,, ფარგლებში სირიელი ქურთების შეიარაღებული ფორმირებების სრულ განადგურებას გეგმავს. ექსპერტების აზრით, აშშ არ დატოვებს სირიაში მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, რომლებიც ქურთების მოკავშირეებით დაიკავეს, რაც თურქეთის ამოცანას, გაანადგუროს ქურთული ფორმირებები, აშშ-სთან სამხედრო  კონფრონტაციის საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ მანბიჯის რეგიონი, რომელიც 2014 წელს, ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, (ISIS) დაიპყრო, 2016 წელს სწორედ ქურთებმა გაანთავისუფლეს აშშ-ს მხარდაჭერით და ამ ქალაქში, აშშ-ს არმიას ერთ-ერთი მთავარი ბაზა გააჩნია სირიაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა მოკლული ქურთი მებრძოლების რაოდენობა დაასახელა
შემდეგი სტატია“კარგა ხანია უკვე წამოვედი სამსახურიდან” – ჭიკაიძის პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ