თურქეთის პრემიერი ერაყისა და სირიის ქურთებს დაემუქრა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმის განაცხადებით, თურქეთი ერაყსა და სირიაში ახალი, ხელოვნური სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არავის მისცემს.
„ჩვენი ქვეყნის საზღვრების გასწვრივ, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში ახალი ხელოვნური სახელმწიფოს ჩამოყალიბების უფლებას არავის მივცემთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამრღვევი და ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებების წინააღმდეგ, როგორც წარსულში გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, ასევე მოვიქცევით მომავალშიც. თურქეთ-სირიის საზღვართან, როგორც ცნობილია, რადიკალური დაჯგუფებები მომრავლდნენ, ამიტომ, ადამიანური ტრაგედიების და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნებისმიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შესაბამის ზომებს მივიღებთ,“ განაცხადა ილდირიმმა, რომელიც თავის განცხადებაში, თურქეთის ტრადიციულ მტრების, ქურთების მიერ ერაყსა და სირიაში, სახელმწიფო წარმონაქმების დონემდე კონტროლირებულ ტერიტორიებს გულისხმობდა

banner
წინა სტატიაშიტრაგედია ალექსანდრიაში-გარდაცვლილია 36 ადამიანი
შემდეგი სტატიალავროვის უცნაური გაფრთხილება აშშ-ს