თურქეთის ხელისუფლებამ ამბოხების საქმეზე 22 ათასი ადამიანი დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ ამბოხების საქმეზე 22 ათასი ადამიანი დააკავა

unnamedთურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადარტიალების მცდელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში დღეს ახალი მონაცემები გავრცელდა.გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 22 ათასი ადამიანი – ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზაგმა განაცხადა -წერს “ანადოლუ”.მისი თქმით, დაკავებულთა შორის 16 ათასი ოფიციალურად ციხეშია გადაყვანილი, 7668 ადამიანის საქმე კი განხილვის პროცესშია.
ბოზდაგმა ასევე განაცხადა, რომ “ყველამ კარგად იცის” ის, რომ რევოლუციის მცდელობის უკან აშშ-ში მცხოვრები ფეხტულახ გიულენი დგას.
“ისინი (აშშ-რედ) გიულენის ექსტრადაციის საკითხს განიხილავენ და საქმეს ყურადღებით სწავლობენ. ვფიქრობ, ეს კარგი ნიშანია” – განაცხადა ბოზდაგმა.
თვითონ გიულენი პირველივე დღიდან უარყოფს პუტჩთან რაიმე სახის კავშირს, რომლის შედეგადაც 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ორი ათასზე მეტი დაიჭრა.
“თუკი აშშ-ს მთვავრობა 80 წლის მოხუცს თვითმფერინავში ჩასვამს და თურქეთში გააგზავნის იმიტომ, რომ იქ ის დაიჭირონ, ეს შოკისმომგვრელი იქნება” – ამბობს გიულენის ადვოკატი.

ამბოხების მცდელობის შემდეგ სამსახურებიდან განთავისუფლებულია ათობით ათასი ადამიანი.
გუშინ გავრცელდა, რომ აღნიშნულ საქმეზე ათამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკელი ექსპერტები: ტრამპი საშიშია ამერიკისთვის
შემდეგი სტატია(video) ერდორანი პეტერბურგში ჩავიდა