თურქეთი 1982 წლის კონსტიტუციასაც ჩამორჩა

გაერო-ს აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური მომხსენებელი დევიდ კეი: თურქეთი 1982 წლის კონსტიტუციასაც ჩამორჩა

თურქეთი თავის ისტორიაში ყველაზე ცუდ წლებს გადის, 1982 წლის კონსტიტუციასაც კი ჩამორჩება,- ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალურმა მომხსენებელმა დევიდ კეიმ თურქეთის შეფასებისას გააკეთა.
გამოცემა dihaber.net-ის ინფორმაციით, სხდომაზე თურქეთის შესახებ 21-გვერდიანი მოხსენების დროს კეიმ თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა.
კეის განცხადებით, თურქეთი რამდენად შორს წავა ცნობილი არ არის. ″გაურკვეველი″ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის საფუძველზე, ჟურნალისტები, მსახიობები, მწერლები, მეცნიერები, მედია საშუალებები დახურა, ფილმები აკრძალა. მომხსენებელის განმარტებით, თურქეთი დღეის მდგომარეობით აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ პერიოდს გადის. მისი თქმით, სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის გამო, სამართლიანი სასამართლოს არსებობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები აქვს.
კეის თქმით, განსაკუთრებით გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ადამიანის უფლებები ძალიან სერიოზულად და სისტემატიურად ირღვევა, არსებული ქმედებებით თურქეთი 1982 წლის კონსტიტუციასაც ჩამორჩება.
″ანგარიშის მომზადებისას სოლ ცოტა 177 მედია საშუალება დაიხურა, 231 ჟურნალისტი დააკავეს და 150-ზე მეტი ჟურნალისტი კი უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ათასობით ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სულ ცოტა 778 ჟურნალისტს პრესბარათი გაუუქმეს და ყოველდღიურად მსგავსი ქმედებები მატულობდა.″-განაცხადა დევიდ კეიმ.
კეიმ ანგარიში, საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნით დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიNGO-ები: პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი აშშ-ში კონგრესმენთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა