თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები ოფიციალურად დღეიდან დატოვეს.
ვიდრე ახალ მინისტრებს წარადგენენ, მოვალეობას მინისტრების მოადგილეები შეასრულებენ.
ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს პირველი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
რაც შეეხება კიდევ ერთ “რესპუბლიკელ” მინისტრს, გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. მან “რესპუბლიკური” პარტია დატოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 28 ივლისს დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.