სომხეთში System Of A Down-ის ლიდერი სერჟ ტანკიანი უკვე ჩავიდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 8, 2018 00:39

სომხეთში  System Of A Down-ის ლიდერი სერჟ ტანკიანი უკვე ჩავიდა

ამერიკული როკ-ჯგუფის System Of A Down ლიდერი სერჟ ტანკიანი დღეს საღამოს ერევანში ჩავიდა, რომ ოპოზიციურ მოძრაობას თავისი მხარდაჭერა გამოუცხადოს. ხვალ, 8 მაისს სომხეთის პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს, რომლის პოსტზეც ოპოზიციონერ ნიკოლ პაშინიანს მოიაზრებენ. გასულ კვირას მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი ოპოზიციის ლიდერს მხარს დაუჭერენ.
“7 მაისს 20.00 საათზე ევარტნოცის აეროპორტში ცნობილ როკ მუსიკოსთან სერჟ ტანკიანთან შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას” – დაწერა პაშინიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე. შეხვედრის შემდეგ მუსიკოსი ერევანში რესპუბლიკის მოედანზე დემონსტრანტებს შეხვდება – “ბიბისი” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 8, 2018 00:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics