Bellingcat-ი: 2015 წელს მარიუპოლის სროლებში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ

გამოძიების დამოუკიდებელმა საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat განაცხადა, რომ 2015 წლის იანვარში, მარიუპოლში მიმდინარე სროლებში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ – საგამოძიებო ჯგუფი ამბობს, რომ მათ ამის მტკიცებულებები მოიპოვეს. Bellingcat-ი საკუთარ გვერდზე წერს, რომ 9 რუსი ოფიცერის იდენთიფიცირება მოახდინეს, მათ შორის არიან ერთი გენერალი, ორი პოლკოვნიკი და სამი ვიცე-პოლკოვნიკი. გარდა ამის, ნათქვამია, რომ სროლის დღეს რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაში ორი სარაკეტო სისტემის ელემენტები გადაიტანეს. ისინი დილით სოფელ ბეზიამიანოეში დააყენეს, ქალაქ მარიუპოლისთვის დასაშენად, შემდეგ კი, ისევ რუსეთში დააბრუნეს – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მთავრობას აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მარიუპოლი, დონბასში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტისას, შეტაკების ერთ-ერთი კერა იყო 2014-2015 წლებში. 2015 წლის 24 იანვარს სამოქაალქო კვარტლების დაცხრილვის შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა, 100-მდე კი დაიჭრა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისომხეთში System Of A Down-ის ლიდერი სერჟ ტანკიანი უკვე ჩავიდა
შემდეგი სტატიაპიჯაკი აიღო და მეოთხე ინაუგურაციაზე წავიდა – BBC პუტინზე (ფოტორეპორტაჟი)