სომხეთში System Of A Down-ის ლიდერი სერჟ ტანკიანი უკვე ჩავიდა

ამერიკული როკ-ჯგუფის System Of A Down ლიდერი სერჟ ტანკიანი დღეს საღამოს ერევანში ჩავიდა, რომ ოპოზიციურ მოძრაობას თავისი მხარდაჭერა გამოუცხადოს. ხვალ, 8 მაისს სომხეთის პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს, რომლის პოსტზეც ოპოზიციონერ ნიკოლ პაშინიანს მოიაზრებენ. გასულ კვირას მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი ოპოზიციის ლიდერს მხარს დაუჭერენ.
“7 მაისს 20.00 საათზე ევარტნოცის აეროპორტში ცნობილ როკ მუსიკოსთან სერჟ ტანკიანთან შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას” – დაწერა პაშინიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე. შეხვედრის შემდეგ მუსიკოსი ერევანში რესპუბლიკის მოედანზე დემონსტრანტებს შეხვდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში“ჰესბოლა” ლიბანში გამარჯვებას ზეიმობს
შემდეგი სტატიაBellingcat-ი: 2015 წელს მარიუპოლის სროლებში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ