“ჰესბოლა” ლიბანში გამარჯვებას ზეიმობს

ლიბანის შიიტური მოძრაობა “ჰესბოლას” ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ მოძრაობამ და პარტიებმა, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ, არჩევნებში გაიმარჯვეს, რომელიც 2009 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა. ამასთანავე, არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა. ნასრალამ თქვა, რომ “ჰესბოლას” გამარჯვება ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარანტიაა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა სუნიტმა საად ხარირიმ თქვა, რომ მისმა პარტიამ, რომელსაც დასავლეთი მხარს უჭერს, არჩევნებზე მანდატების მესამედი წააგო. სავარაუდოდ, ხარირის “ერთობის მთავრობის” ჩამოყალიბებას შესთავაზებენ, სადაც ყველა ძირითადი პარტიის წარმომადგენელი შევა. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, მისი პოლიტიკური პოზიციები დასუსტებულია და “ჰესბოლას” გაკონტროლებას ის ვერ შეძლებს.
ლიბანის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება მხოლდო სუნიტ მუსლიმს შეუძლია. პარლამენტის სპიკერი კი, უნდა იყოს შიიტი, პრეზიდენტი კი მარონიტი ქრისტიანი – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ახლადარჩეულ მერს ცხვირი გაუტეხეს და კბილი ჩაუმტვრიეს
შემდეგი სტატიასომხეთში System Of A Down-ის ლიდერი სერჟ ტანკიანი უკვე ჩავიდა