სომხეთის პრემიერი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრაამიანმა დღეს, 8 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტს გადადგომის შესახებ განუცხადა. ის 2017 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
მან თავის განცხადებაში აღიარა, რომ იმის მიუხედავად, რომ მთავრობა უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს, სომხური საზოგადეობა მაინც “პოლარიზებული რჩება”. მისი თქმით, ეს დაკავშირებულია იმ უთანხმოებებთან, რომელიც გეოპოლიტიკური, შიდაეკონომიკური და სამხედრო გამოწვევების ფონზე ჩნდება.

აბრაამიანი, შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე “გაზპრომბანკის” პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კარენ კარაპეტიანმა შეცვალოს.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა აღმოფხვრილია თავიდან ბოლომდე
შემდეგი სტატია„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარტიის საარჩევნო სია წარადგინეს