სომხეთის მთავრობამ დღეს განსახილველად მიიღო კანონპროექტი თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
კანონპროექტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავაშ კოჩარიანმა შეიტანა მთავრობის სხდომაზე. კანონპროექტს ქვეყნის პარლამენტი 10 მაისს განიხილავს.