“არსებობს ბევრი მოწმე, რომელიც ხელს ადებს, რომ წამებას ახორციელებდნენ უდესიანის დავალებით“

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე გიორგი უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაიწყებას ფაქტზე კომენტარი გააკეთეს ხარძიანის ოჯახის წევრებმა.

როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ბესიკ ხარძიანის ციხეში წამების უკან იდგა სწორედ გია უდესიანი, რადგან კუს ტბის წილების მიმართ ღია ინტერესს ის თავიდანვე გამოხატავდა.

ხარძიანის ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ წილების დათმობის სანაცვლოდ რაიმე გასამრჯელოს მიღებას. მათი ინფორმაციით, პირველმა სასამართლო ინსტანციამ ეს სამოქალაქო დავა უკვე განიხილა და ის გადაწყვიტა სწორედ ბესიკ ხარძიანის ინფორმაციით და ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც იყო გაფორმებული, ბათილად ცნო.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ასევე ბევრი მოწმე და თვითმხილველია იმის დასამტკიცებლად, რომ ხარძიანის წამების უკან უდესიანი იდგა.

„მამას ერთადერთი მიზეზი, რომ აღმოჩნდა ციხეში, იყო ზუსტად ის, რომ უდესიანმა მოაწყო ყველაფერი ისე, რომ ბოლოს გადაფორმება იძულებით მომხდარიყო, წამების საშუალებით მომხდარიყო კუს ტბის წილების დათმობა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი გვიან მოხდა და დღეს მამა ცოცხალი აღარ არის, რადგან, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი, მამა დღეს ცოცხალი ყოფილიყო, ვინაიდან, მკვლელობასთანაც პირდაპირ კავშირშია კუს ტბის წილების დათმობა, არსებობს ძალიან ბევრი მოწმე, რომელიც უშუალოდ მამას წამების მომენტში ახსენებდა უდესიანის სახელს და არსებობს ძალიან ბევრი მოწმე, რომელიც ხელს ადებს, რომ წამებას ახორციელებდნენ მისი დავალებით,“ – აცხადებს ქეთი ხარძიანი.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმეზე ბრალს გიორგი უდესიანსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძეს წაუყენებენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიასომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს