სირიაში ავიადარტყმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა სირიის პროვინცია იდლიბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ავიადარტყმებისას – ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
ასევე, აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ სირიის არმია ან რუსული ავიაცია ქიმიურ იარაღს იყენებს – ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ქსელმა ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, გაიგუდნენ.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.

banner
წინა სტატიაში“ხალხს ნუ აბოლებთ, რომ რუსთავი 2-ის დირექტორი მე ვხდები” – ნანუკა ჟორჟოლიანი
შემდეგი სტატიაქუთაისში მერის მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს