შვეიცარიელებმა გარანტირებულ შემოსავალზე უარი თქვეს

5წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე უარი განაცხადეს იდეისგან, რომ მათ გარანტირებული ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდეთ. მარკეტინგული კომპანია GFS-ის ცნობით, სავარაუდოდ, ინიციატივას ამომრჩევლების 78%-მა უარი უთხრა – ქვეყანაში რეფერენდუმი დღეს გაიმართა.

აქტივისტების ინიციატივით, რომელთაც აღნიშნული იდეა ეკუთვნით, შვეიცარიის მოქალაქეებს ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 2,5 შვეიცარიული ფრანკი (2,5 ატასი დოლარი) უნდა მიეღო იმის მიუხედავად, მუშაობს ის თუ არა.
იდეით დაინტერესებული არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი, ნიდერნალდები, გერმანია.

მოქალაქეების სავარაუდო უარის მიზეზი, შესაძლებელია გაურკვევლად ჩამოყალიბებული შეკითხვაა – დამკვირებლები ამბობენ.
რეფერენდუმის ოფიციალური პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
რეფერენდუმზე, აღნიშნული საკითხის გარდა, გატანილი იყო სამი სხვა შეკითხვა, მათ შორის მიგრაციის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდელიში ადამიანების თირკმელებით მოვაჭრეთა ჯგუფი გამოავლინეს
შემდეგი სტატიატყიბულისა და ზესტაფონის პოლიციის უფროსები თანამდებობიდან გაათავისუფლეს