დელიში ადამიანების თირკმელებით მოვაჭრეთა ჯგუფი გამოავლინეს

mainინდოეთის პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დელის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ადამიანის თირკმლებით არაკანონიერად ვაჭრობენ. საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, საავადმყოფო Apollo Hospital-ის ორი თანამშრომელი. ეჭვმიტანილები, პოლიციის აზრით, ღარიბებს ითანხმებდნენ მცირე ანაზღაურების ფასად საკუთარი თირკმლები გაეყიდათ – ისინი მათ დაახლოებით 7,5 ათას დოლარს უხდიდნენ.
ეჭვმიტანილები აღნიშნულ ორგანებს მოგვიანებით შავ ბაზარზე ყიდდნენ.
ამასთანავე, სავარაუდოდ, ექიმები შავი გარიგებების შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ. დამნაშავეთა ჯგუფი დოკუმენტებს აყალბებდა, რომლის თანახმადაც, ოპერაციის მონაწილე, თირკმელს უბრალოდ ნათესავს სწირავდა.
საავადმყოფოს განცხადებით, ისინი დანაშაულის მსხვერპლი არიან, ექიმებს კი, უბრაოდ, ატყუებდნენ. Apollo Hospital-მა განაცხადა, რომ ის პოლიციასთან ითანამშრომლებს.
ინდოეთში ტრანსპლანტაციისათვის ორგანოები ქრონიკულად არ კმარა, რაც შავი ბაზრების წარმოშობას უწყობს ხელს – ადგილობრივი მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიმასობრივი არეულობები ყაზახეთში
შემდეგი სტატიაშვეიცარიელებმა გარანტირებულ შემოსავალზე უარი თქვეს